01:42 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-04 23:34:15, 1025 ნახვა

პოლიტიკა
ბლინკინი - უკრაინაში მიმდინარე ომი, სავარაუდოდ, ახლო მომავალში არ დასრულდება და აშშ-მ, ევროკავშირთან ერთად რუსეთზე ზეწოლა უნდა განაგრძოს

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომი, სავარაუდოდ, ახლო მომავალში არ დასრულდება და აშშ-მ, ევროკავშირთან ერთად რუსეთზე ზეწოლა უნდა განაგრძოს. ამის შესახებ ბლინკენმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"სამწუხაროდ, ტრაგიკულია, საშინელებაა, მაგრამ ეს [ომი] შესაძლოა არც ისე მალე დარულდეს. სწორედ ამიტომ, ჩვენ უნდა განვაგრძოთ იმ ძალისხმევის მხარდაჭერა, რომელსაც ერთად ვახორციელებთ. მას უნდა დავეყრდნოთ. უნდა გადავიდეთ საქმის არსზე". - თქვა ბლინკენმა.

ბლინკენის თქმით, საერთაშორისო საზოგადოებამ არ უნდა შეწყვიტოს ის ზეწოლა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ არის მიმართული.

"ჩვენ მხარი უნდა განვაგრძოთ ეს [ზეწოლა] მანამ, სანამ ის [პუტინი] არ გაჩერდება, სანამ ომი არ დასრულდება. რუსული ძალები გავლენ, უკრაინელი ხალხი კი დაიბრუნებს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ". - თქვა ბლინკენმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics