|
2022-03-04 21:47:20, 714 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - დღეს ვდგავარ იქ, სადაც საქართველო უნდა იდგეს, პრეზიდენტ ზელენსკისა და უკრაინის გვერდით
„მე დღეს ვდგავარ იქ, სადაც საქართველო უნდა იდგეს. პრეზიდენტ ზელენსკის გვერდით, უკრაინის გვერდით“, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის წინ მიმდინარე, უკრაინის მხარდამჭერი აქციის მონაწილეებს. მან ასევე, მადლობა გადაუხადა ქართველ ხალხს და აღნიშნა, რომ აქციის მონაწილეები საქართველოს ღირსებას წარმოადგენენ. „მე დღეს, ვდგავარ იქ, სადაც საქართველო უნდა იდგეს. პრეზიდენტ ზელენსკის გვერდით, უკრაინის გვერდით. ეს არის ჩვენი კულტურის, ტრადიციის ღირსება, ქართველი ერის ღირსება, რომ ჩვენ ვიდგეთი იქ, სადაც ჩვენი მეგობარი ქვეყანა დამოუკიდებლობისთვის, თავისუფლებისთვის ევროპული მომავლისთვის იბრძვის. ჩვენც იქ ვართ და ჩვენც იქ ვიქნებით, მინდა აქედან გადავცე, პრეზიდენტ ზელენსკის ჩემი და თქვენი თანადგომა, თქვენ ხართ ის ხალხი, რომელიც საქართველოს ღირსებას წარმოადგენს. ამისათვის დიდი მადლობა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა აქციაზე, ვიდეომიმართვის დროს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)