|
2022-03-04 17:31:41, 652 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძის განცხადებით, უკრაინის გადაწყვეტილება ელჩის გაწვევაზე „სრულიად ალოგიკური ნაბიჯია“
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი თანაგრძნობის ხარისხი უკრაინელების მიმართ გულწრფელია, ნაცვლად „ნაცმოძრაობისა“, ჩვენ იქ ვერ მივალთ, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის შეკითხვას, მივლენ თუ არა მმართველი გუნდის წარმომადგენლები რუსთაველზე, სადაც ეკრანიდან უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს მიმართავს. ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველი გუნდის წარმომადგენლები იმიტომ არ მივლენ იქ, რომ უკრაინის ხელისუფლებამ გადადგა „სრულიად ალოგიკური ნაბიჯი“, რაც საქართევლოდან უკრაინის ელჩის გაწვევას უკავშირდება. „არის ერთიანი, კოორდინირებული მოქმედება და სამწუხაროდ, ამის ნაწილი იყო ის ალოგიკური ქმედება, რომელიც განხორციელდა. მე არ მგონია, რომ ზელენსკის სცხელოდა ამ ტვიტისთვის. იქ არის გარკვეული ძალები, რომლებიც არიან კოორდინაციაში და ეს ალოგიკური ნაბიჯი იყო ამის მაგალითი, რაც გადადგა“, - განაცხადა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)