06:44 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-04 17:39:53, 651 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი - ატომური სადგურის დაბომბვა ნამდვილი ბირთვული ტერორიზმია

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა, გერმან გალუშჩენკომ BBC-ს განუცხადა, რომ რუსეთის მიერ ზაპორიჟჟიას ატომური სადგურის დაბომბვა „ნამდვილი ბირთვული ტერორიზმია“.

„მათ პირდაპირ სადგური დაბომბეს - იციან, რაც გააკეთეს“, - აღნიშნა გერმან გალუშჩენკომ.

მისი თქმით, თუ ქარხნის ირგვლივ ბრძოლა გაგრძელდება, არის შანსები, რომ ბირთვული საცავიც დაზიანდეს, რაც უკრაინაში და მის გარშემო „წარმოუდგენელ მდგომარეობას“ გამოიწვევს.

გერმან გალუშჩენკოს განცხადებით, ეს გლობალური უსაფრთხოების საკითხია. მან ასევე, ფრენის აკრძალული ზონის შექმნასთან დაკავშირებით მოთხოვნა დააყენა. ეს აღნიშნული რუსული სამხედრო თვითმფრინავების უკრაინის თავზე ფრენის შესაწყვეტადაა შექმნილი.

”ჩვენ უნდა დავხუროთ ცა, რათა უსაფრთხოდ ვიყოთ“, - დასძინა უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics