|
2022-03-03 15:37:24, 730 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტარი - რუსეთისთვის სანქციების არდაწესება ნიშნავს, რომ საქართველო მხარს უჭერს პუტინს
როდესაც საქართველოს მთავრობა არ აძლევს საშუალებას მოქალაქეებს, მოხლისეებად წავიდნენ უკრაინაში და უარყოფენ სანქციბს და ცდილობენ, გახდნენ EU-ს წევრი ქვეყანა, ჩემთვის მორალს არის მოკლებული, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ „ფორმულას“ განუცხადა. „როდესაც უკრაინელები იბრძვიან და საქართველოს მთავრობა არ აძლევს საშუალებას საქართველოს მოქალაქეებს უკრაინაში წავიდნენ მოხალისეებად და როდესაც ისინი უარყოფენ სანქციებს, არ უერთდებიან სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და ამავე დროს, ისინი ცდილობენ, რომ გახდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ეს ჩემთვის მორალს არის მოკლებული", - განაცხადა ევროპარლამენტარმა. ამასთანავე, ევროპარლამენტარმა აღნიშნა, რომ რუსეთისთვის სანქციების არდაწესება ნიშნავს, რომ საქართველო ამ ეტაპზე მხარს უჭერს პუტინს. „სანქციების არდაწესება რუსეთის წინააღმდეგ ნიშნავს, რომ საქართველო ამ ეტაპზე მხარს უჭერს კრიმინალს, პუტინს", - აღნიშნავს ევროპარლამენტარი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)