05:32 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-03 11:42:46, 678 ნახვა

მსოფლიო
38 ქვეყანა, მათ შორის საქართველო რუსეთის წინააღმდეგ გამოძიებისთვის ICC-ს მიმართავს

დიდმა ბრიტანეთმა მოითხოვა მოკავშირეებისგან, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრასა და უკრაინაში მომხდარ სისასტიკეზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) დაუყოვნებლივ გააგრძელოს გამოძიება.

38 ქვეყანა, მათ შორის საქართველო გაერთიანდა, რათა დააჩქაროს ICC-მა გამოძიება, სახელმწიფო მხარის მიმართვის გზით. ეს არის ყველაზე დიდი მიმართვა ICC-ის ისტორიაში.

აღნიშნული საქმის წარმოება 2013 წელს დაიწყო, როცა უკრაინის დედაქალაქ კიევში პრორუსული მთავრობის მიმართ საპროტესტო დემონსტრაციები დაიწყო.

გამოძიების ფარგლებში  იგულისხმება  წარსულის და ახლანდელი ბრალდებები ომის დანაშაულების, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ან უკრაინის ტერიტორიის ნებისმიერ ნაწილში ნებისმიერი ადამიანის მიერ ჩადენილი გენოციდი.

პროკურორის განცხადებით, ის აპირებს მოითხოვოს უფლებამოსილება ICC-ის მოსამართლეებისგან და დაიწყოს სასამართლო პროცესი და გამოიძიოს უკრაინაში შექმნილი ვითარება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics