|
2022-03-03 10:34:16, 670 ნახვა
პოლიტიკა
პენიტენციური - შოთა თუთბერიძესთან ინციდენტის გამო, გარე დაცვის სამმართველოს ინსპექტორს, უფლებამოსილება შეუჩერდა
სპეციალური პენიტენციური სამსახური განცადებას ავრცელებს. უწყებაში განმარტავენ რომ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველ, შოთა თუთბერიძესა და პენიტენციურის თანამშრომელს შორის გარკვეულ ინციდენტს ჰქონდა ადგილი. მათივე ცნობით, პენიტენციური სამსახურის გარე დაცვის სამმართველოს ინსპექტორს, უფლებამოსილება შეუჩერდა "ადვოკატ შოთა თუთბერიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, განვმარტავთ, რომ მიმდინარე წლის 2 მარტს, N12 პენიტენციურ დაწესებულებაში შოთა თუთბერიძესა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთ მოსამსახურეს შორის გარკვეულ ინციდენტს ჰქონდა ადგილი. სპეციალური პენიტენციური სამსახური, აღნიშნული ფაქტის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, შესაბამის საგამოძიებო უწყებებთან მაქსიმალურად ითანამშრომლებს. საქმეზე დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის ,,ბ'' პუნქტით. ასევე, აღნიშნულ ფაქტზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ დაწყებულია მოკვლევა და ინციდენტში მონაწილე პირს, პენიტენციური სამსახურის გარე დაცვის სამმართველოს ინსპექტორს, შეუჩერდა სამსახურებრივი უფლებამოსილება. სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მის დაქვემდებარებაში არსებულ ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში, სრულად არის დაცული, როგორც ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა, ასევე, მათთან ვიზიტად მყოფი პირების უფლებები." - ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისთვის, ექს-პრეზიდენტის, ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ გუშინ, გაარცელა ინფორმაციია, რომ რუსთავის ციხის ბადრაგმა ადვოკატ შოთა თუთბერიძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ამასთან, გვარამია ბადრაგის ვინაობისა და ძალადობის ვიდეომასალის გასაჯაროებას ითხოვს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)