01:43 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-03 09:11:40, 905 ნახვა

პოლიტიკა
მილიონი ხელმომწერი ჰყავს პეტიციას, რომელიც NATO-ს უკრაინის საჰაერო სივრცის დახურვას სთხოვს

უკრაინის უმაღლესი რადის „ტელეგრამ“-არხით გავრცელდა ცნობა, რომ მილიონს გადააჭარბა პეტიციის ხელმომწერთა რაოდენობამ, რომელიც ეხება უკრაინის საჰაერო სივრცის დახურვას.

პეტიციის ხელმომწერები ამ თხოვნით მიმართავენ ჩრდილოატლანტიკურ ალიანს და უკრაინის მეგობარ ქვეყნებს.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ 1 მარტს ვიდეომიმართვაში მოუწოდა პარტნიორ სახელმწიფოებს, რუსეთის რაკეტების, თვითმფრინავებისა და ვერტმფრენებისგან „უკრაინის ცის სრული დახურვისკენ".

ღია ვებსაიტზე განთავსებული პეტიციის ქვეშ ხელმოწერა მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქეს შეუძლია. როგორც უკრაინული საინფორმაციო სააგენტო „უნიანი“ იუწყება, რეგლამენტის მიხედვით, ასეთი რაოდენობის ადამიანთა თხოვნას NATO-ს ხელმძღვანელობა განიხილავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics