|
2022-03-02 13:57:30, 766 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - ზელენსკის განცხადების შეფასებისგან თავს შევიკავებ, რადგან ქვეყანა ომშია
თბილისის მერმა კახა კალაძემ, საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით, შეფასების გაკეთებისგან თავი შეიკავა. მან ომის მალე დასრულება და მშვიდობა უსურვა უკრაინელ ხალხს. „ზელენსკის განცხადების შეფასებისგან თავს შევიკავებ, რადგან ქვეყანა ომშია. პირველ რიგში, მინდა, მშვიდობა ვუსურვო უკრაინას და უკრაინელ ხალხს, შეფასებებს შემდეგ გავაკეთებ,“ - განაცხადა კახა კალაძემ. რაც შეეხება ქართველი მოხალისეების უკრაინაში გამგზავრების საკითხს, თბილისის მერმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო მოქმედებს და იმოქმედებს ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. „საქართველო ყოველთვის იმოქმედებს ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. პირველი ყოველთვის სახელმწიფოს ინტერესები იქნება. ასე არის დღეს და ასე იქნება ყოველთვის, ჩვენი ხელისუფლების პირობებში,“-განაცხადა კახა კალაძემ. მანვე წარმატებები უსურვა საქართველოს მთავრობის მეთაურს არსებულ რთულ ვითარებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)