03:01 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-02 11:00:05, 731 ნახვა

პოლიტიკა
რატი ბრეგაძე - ეს ხალხი ეწევა პოლიტიკურ მოროდიორობას და საკუთარი ვიწრო ადგილობრივი პოლიტიკური ინტერესებისთვის ცდილობს ქვეყანაში არეულობის გამოწვევას

იუსტიციის მინისტრი რუსთაველის გამზირზე მყოფი ახალგაზრდების პარლამენტში შესვლის შესახებ გაჟღერებულ მოწოდებებსა და პოლიციელების მიმართ მუქარას გამოეხმაურა. რატი ბრეგაძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული მოწოდებები საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობების დაძაბვას და ქვეყანაში არეულობის გამოწვევას ემსახურება.

„ეს ხალხი დღეს ცდილობს, საქართველოს და უკრაინას შორის დაძაბოს ურთიერთობები, მაშინ, როდესაც საქართველო თავიდან ბოლომდე ცდილობს, ყველა შესაძლო რესურსის ფარგლებში აღმოუჩინოს სრული მხარდაჭერა. ეს ხალხი ეწევა პოლიტიკურ მოროდიორობას და ცდილობს, საკუთარი ვიწრო ადგილობრივი პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენოს ეს ვითარება, გამოიწვიოს ქვეყანაში არეულობა და მოიპოვოს ამით ხელისუფლება. მათთვის აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა გზით მოიპოვებენ ხელისუფლებას", – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

რატი ბრეგაძის განცხადებით, კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული არეულობის ნებისმიერი  მცდელობა აღკვეთილი იქნება.

„ვის აწყობს დღეს არეულობა საქართველოში? რა თქმა უნდა, ეს არ არის საქართველოს კეთილმოსურნე და, შესაბამისად, ნებისმიერი არეულობის მცდელობა, რომელიც მიმართული იქნება კანონიერი ხელისუფლების წინააღმდეგ, ბუნებრივია, არ იქნება დაშვებული არავითარ შემთხვევაში და საქართველოს ხელისუფლებას აქვს ყველა შესაძლებლობა იმისათვის, რომ იმოქმედოს ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე და არ დაუშვას საქართველოში ხელმეორედ ომი. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ინტერესი", – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია  „იმედის" პირდაპირ ეთერში.
 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics