02:34 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-01 16:29:29, 727 ნახვა

მსოფლიო
დიმიტრი პესკოვი - რუსული ჯარები დარტყმებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და საცხოვრებელ კომპლექსზე არ ახორციელებენ

კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. - ინფორმაციას BBC ავრცელებს.

"რუსეთი კვლავ ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინის ლეგიტიმურ პრეზიდენტად მიიჩნევს.

ვლადიმირ პუტინსა და ზელენსკის შორის საუბარი ჯერ არ იგეგმება.

კრემლში ცნობილია უკრაინულ მხარესთან მოლაპარაკებების მიმდინარეობა, მაგრამ შეფასების გაკეთება ნაადრევია.

ჰააგაში რუსეთის წინააღმდეგ საქმის გახსნის საფუძველი არ არსებობს.

ევროკავშირი არ არის სამხედრო ბლოკი, ამიტომ უკრაინის განცხადება ევროკავშირში გაწევრიანებაზე არანაირ კავშირში არ არის რუსეთის სტრატეგიულ უსაფრთხოებასთან.

პესკოვს არ აქვს მონაცემები უკრაინაში რუსეთის დანაკარგების შესახებ." - აცხადებს პესკოვი.

ამასთან Tass-ის ცნობით, პესკოვის უარყოფს ფაქტს, რომ რუსული ჯარები უკრაინაში  ინფრასტრუქტურაზე და საცხოვრებელ კომპლექსზე დარტყმას არ ახორციელებდნენ.

"რუსული ჯარები სპეცოპერაციის დროს არ ახორციელებენ დარტყმებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და საცხოვრებელ კომპლექსზე. ეს გამორიცხულია", - განაცხადა პესკოვმა კითვაზე იცოდა თუ არა კრემლმა სპეცოპერაციის დროს მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვის შესახებ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics