03:01 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-28 21:44:31, 845 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - ვინც ადრე, რუსეთის სამსახურში იყო და დღეს „პატრიოტებად“ გვევლინებიან, მათი არ მჯერა, ვინც გულწრფელად გამოხატავს სოლიდარობას - ჩემი პატივისცემა მათ

„ვინც ადრე, რუსეთის სამსახურში, პრესპიკერები იყვნენ და დღეს „პატრიოტებად“ გვევლინებიან - მათი არ მჯერა. ვინც გულწრფელად გამოხატავს სოლიდარობა - ჩემი პატივისცემა მათ“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„ადრე ვიხუმრე, რაც „ნაცმოძრაობას“ უნდა ის არ უნდა გააკეთო მეთქი“, - დასძინა მამუკა მდინარაძემ.

„მინდა იმ ახალგაზრდების მიმართ პატივისცემა გამოვხატო, რომლებიც გულწრფელი ემოციით უკრაინის მიმართ თანადგომას გამოხატავენ. რაც შეეხება ისინი, ვინც ადრე, რუსეთის სამსახურში, პრესპიკერები იყვნენ და დღეს „პატრიოტებად“ გვევლინებიან - მათი არ მჯერა. ვინც გულწრფელად გამოხატავს სოლიდარობა - ჩემი პატივისცემა მათ.

რაც შეეხება სანქციებს - ადრე ვიხუმრე, რაც „ნაცმოძრაობას“ უნდა ის არ უნდა გააკეთო მეთქი. გუშინ, მოაწყვეს ბრიფინგი, სადაც საჰაერო სივრცის დაკეტვასა და სხვა თემებზე საუბრობდნენ. საქართველოს ცაზე სამხედრო თვითფრინვფები არ დაფრინავენ - ეს ტყუილია. საჰაერო მიმოსვლა ჩვენსა და რუსეთს შორის 2019 წლიდან ისედაც შეწყვეტილია. რაც შეეხება მესამე პუნქტს, რაზეც საჯაროდ ვერ ვსაუბრობთ, ეს არის სომხეთის ფაქტორი, მათ თვითონვე ახსენეს, რომ ამ თემას სჭირდება მსჯელობა“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics