|
2022-02-28 12:16:11, 3229 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - ოპოზიციას უხარია უკრაინაში ომი, მათი მიზანია, განეორდეს ის უბედურება, რაც მოხდა 2008 წელს
ძალიან სამწუხაროა, რომ რადიკალურ ოპოზიციას უხარია უკრაინაში ომი და ყველა უბედურებაში საკუთარ ანგარებას და ინტერესს ეძებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ოპოზიციის მიზანია, განმეორდეს ის უბედურება, რომელიც 2008 წელს ვერ აარიდეს ქართველ ხალხსა და ქვეყანას. „მინდა, ჩვენს მოსახლეობას ავუხსნა, რომ ბოლო დღეებში, სამწუხაროდ, ე.წ მარგინალურ-დესტრუქციული ოპოზიცია ცდილობს ჩვენი მოქალაქეების კეთილშობილურ გრძნობებზე თამაშს, მათ გამოყენებას და მათ შეცდომაში შეყვანას. ჩვენი ხელისუფლება შესაძლებლობის ფარგლებში ვაკეთებთ მაქსიმუმს იმისთვის, რომ გამოვხატოთ მაქსიმალური მხარდაჭერა - პოლიტიკური, ჰუმანიტარული, ადმაიანური თუ სხვა უკრაინელი ძმების და დების მიმართ. ის, რაც ხდება უკრაინაში, ჩვენთვის, ყველასთვის კარგად არის ცნობილი, ჩვენ ეს გამოვცადეთ ბევრად უფრო ადრე, 2008 წელს.ძალიან სამწუხაროა, რომ რადიკალურ ოპოზიციას უხარია უკრაინაში ომი და ყველა უბედურებაში საკუთარ ანგარებას და ინტერესს ეძებს. უნდა ითქვას პირდაპირ - მათი მიზანია, განმეორდეს ის უბედურება, რომელიც 2008 წელს ვერ აარიდეს ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას. გვახსოვს კარგად, თუ როგორ მოიქცა მაშინდელი ხელისუფლება, როგორ უპატრონა, როგორ დაიცვა ჩვენი მოქალაქეები, როგორ მოიქცა ე.წ მთავარსარდალი“, - განაცხადა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)