01:16 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-28 11:29:53, 614 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის თავდაცვა - ომის დაწყების შემდეგ უკრაინაში 5 000-ზე მეტი რუსი სამხედრო დაიღუპა

24 თებერვლიდან მოწინააღმდეგის დანაკარგმა, დაახლოებით, 5,3 ათასი ჯარისკაცი შეადგინა, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი სოციალურ ქსელში წერს. 

მისი თქმით, მტრის სავარაუდო ჯამური დანაკარგი 24 თებერვლიდან, 28 თებერვლის 06:00 საათამდე შეადგენს: თვითმფრინავი - 29, ვერტმფრენი - 29, ტანკი - 191, ჯავშანტექნიკა - 816, იარაღი - 74, საჰაერო თავდაცვის სისტემები - 1, გრადი - 21, საავტომობილო ტექნკა - 291, უპილოტო საფრენი აპარატი - 3, გემები/ნავები - 2.

„ინფორმაცია მუდმივად განახლებადია, რადგან ბრძოლის შემდეგ მისი მოპოვება უკიდურესად რთულია, იმის გამო, რომ მეთაურები, პირველ რიგში, ბრძოლის წარმართვაზე ამახვილებენ ყურადღებას", - წერს თავდაცვის მინისტრის მოადგილე. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics