04:21 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-27 21:36:00, 721 ნახვა

პოლიტიკა
ევროკავშირის ქვეყნებში რუსული სამთავრობო მედიები, Russia Today და Sputnik-ი, დაიბლოკება

ევროკავშირის წევრ ქვეყნებში რუსული სამთავრობო მედიასაშუალებები აიკრძალება. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმე განაცხადა.

მისივე თქმით, Russia Today, Sputnik-ი და მათი შვილობილი კომპანიები ვეღარ შეძლებენ სიცრუის გავრცელებას ვლადიმერ პუტინის ომის გასამართლებლად. 

შეგახსენებთ, რომ დღეს ევროკავშირმა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების და რუსეთისთვის საჰაერო სივრცის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო.

„ჩვენ ვკეტავთ ევროკავშირის საჰაერო სივრცეს რუსეთის კუთვნილი, რუსეთში რეგისტრირებული ან რუსეთის მიერ კონტროლირებადი თვითმფრინავებისთვის. ისინი ვერ შეძლებენ დაშვებას, აფრენას, ან ევროკავშირის ტერიტორიის თავზე ფრენას, მათ შორის ოლიგარქების პირადი თვითმფრინავები.

პრეზიდენტ ზელენსკის სიმამაცე და უკრაინელი ხალხის სიმტკიცე არის შთამაგონებელი ჩვენთვის. ჩვენ გაშლილი ხელებით ვესალმებით ყველას, ვისაც პუტინის ბომბებისგან გაქცევა უწევს. ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირის აღმოსავლელ წევრებს ლტოლვილებისთვის თავშესაფრის მიცემასა და მათზე ზრუნვაში", - დაწერა ფონ დერ ლაიენმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics