04:24 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-26 14:04:42, 860 ნახვა

პოლიტიკა
უკრაინაში აცხადებენ, რომ იტალია და კვიპროს რუსეთის SWIFT-დან გათიშვას მხარს დაუჭერს

უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, იტალიის პრეზიდენტმა სატელეფონო საუბარში დაუდასტურა, რომ რუსეთის SWIFT-ის სისტემიდან გათიშვას მხარს დაუჭერს.

„ეს არის ახალი გვერდის დასაწყისი ჩვენი სახელმწიფოს ისტორიაში. მარიო დრაგიმ სატელეფონო საუბარში მხარი დაუჭირა რუსეთის SWIFT-დან გათიშვას, თავდაცვის დახმარებას. უკრაინა უნდა გახდეს ევროკავშირის ნაწილი", - წერს ვლადიმერ ზელენსკი.

ამასთანავე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დიმიტრო კულებას ინფორმაციით, სისტემიდან რუსეთის ჩახსნას კვიპროსიც დაეთანხმა.

„ჩვენ ეს შევძელით. კვიპროსმა დაადასტურა, რომ რუსეთის SWIFT-დან გათიშვის წინადადებას არ დაბლოკავს. უკრაინული დიპლომატია აგრძელებს მუშაობას 24/7, რათა მიაღწიოს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და დაიცვას უკრაინა რუსი დამპყრობლებისგან", - წერს კულება. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics