22:47 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-26 11:56:11, 599 ნახვა

მსოფლიო
შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი - უკრაინის თავდაცვის მეორე გმირული ეტაპი დასრულდა, მტერი სუსტდება, უკრაინა ძლიერდება

მოქმედების გეგმა მარტივია: დაინახეთ, შეგიძლიათ, გაანადგურეთ - არ შეგიძლიათ გაანადგუროთ, შეგვატყობინეთ მტრის ლოკაცია ჩვენ! - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ განაცხადა.

მისი თქმით, საჰაერო ძალები ნამდვილი გმირობის მაგალითს აჩვენებენ და ყოველდღიურად ანადგურებენ მტრის თვითმფრინავებს, რაკეტებსა და ვერტმფრენებს - მტერი სუსტდება, უკრაინა კი ძლიერდება.

„რუსეთის თავდასხმის წინააღმდეგ უკრაინის თავდაცვის მეორე გმირული ეტაპი დასრულდა. მადლობას ვუხდი თითოეულ ჯარისკაცსა და ყველას, ვინც იცავს ქვეყანას! ჩვენი საჰაერო თავდაცვის ძალები აჩვენებენ ნამდვილ სამხედრო ძლევამოსილებას, ანადგურებენ მტრის თანამედროვე თვითმფრინავებსა და ვერტმფრენებს, ანადგურებენ საკრუიზო რაკეტებს ცაში. ასობით სიცოცხლე გადავარჩინეთ! მტერმა ვერ მიაღწია მანამდე დასახულ სტრატეგიულ მიზნებს. მისი ძალა სუსტდება. ყოველ საათში ვძლიერდებით! სამოქმედო გეგმა მარტივია: ხედავ, შეგიძლია - გაანადგურე! არ შეგიძლია - მოგვაწოდეთ მტრის მდებარეობა!", - წერს მთავარსარდალი. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics