04:24 - 25 Jul, 2026
|
2022-02-26 11:36:26, 853 ნახვა
პოლიტიკა
ვლადიმერ ზელენსკი - დადგა მომენტი, როცა ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაწყდეს უკრაინის გაწევრიანება ევროკავშირში
უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმერ ზელენსკი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს ტელეფონით ესაუბრა და უკრანისთვის დამატებითი დახმარების საკითხი განიხილა. როგორც ზელენსკიმ განაცხადა, დროა, რომ ჩამოყალიბდეს კონკრეტული გეგმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. „დადგა გადამწყვეტი მომენტი, რათა ერთხელ და სამუდამოდ დაიხუროს ბევრწლიანი დისკუსია და მიღებული იქნას გადაწყვეტილება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ. შარლ მიშელთან განვიხილე ქმედითი დახმარება და უკრაინელი ჯარისკაცების გმირული ბრძოლა საკუთარი თავისუფალი მომავლისთვის", - განაცხადა ვლადიმერ ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)