21:33 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-25 22:14:44, 535 ნახვა

მსოფლიო
იენს სტოლტენბერგი - კრემლის მიერ წარმოებული ომი არ გააძლიერებს რუსეთს, იგი დიდ ფასს გადაიხდის

„რუსეთი ძალზედ დიდ ფასს გადაიხდის. კრემლის მიერ წარმოებული ომი არ გააძლიერებს რუსეთის უშიშროებას“, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

ნატო-ს გენერალური მდივანი იუწყება, რომ შერთებულმა შტატებმა, კანადამ და ევროპამ 29 სხვადასხვა ადგილმდებარეობაზე განათავსეს ჯარები, რათა ნატო-ს ტერიტორიების უსაფრთხოება შენარჩუნებული იყოს.

მისივე თქმით, ალიანსი აკვირდება, როგორც უკრაინაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე მოვლენებს, სამომავლო გადაწყვეტილებები კი, სიტუაციის განვითარების შესაბამისად იქნება მიღებული.

„ჩვენ მოვვუწოდებთ რუსეთს უაზრო ომი შეწყვიტოს და გამოიყვანოს ჯარბი უკრაინიდან და დაუბრუნედეს დიალოგის გზას. კრემლის ამოცანა არ არის მხოლოდ შეზღუდული უკრაინით. მას სურს დააბრუნოს ყველაფერი 1997 წლის პერიოდში. იგი ევროპულ მშვიდობასა და უშიშროებას საფრთხეს უქმნის. მსოფლიო ფიქრობს, რომ რუსეთო თავისივე ერის წინაშე პასუხს აგებს. უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთი ძალზედ დიდ ფასს გადაიხდის. კრემლის მიერ წარმოებული ომი არ გააძლიერებს რუსეთის უშიშროებას. ეს რუსეთის შვილებს უკეთეს მომავლამდე არ მიიყვანს. ამ მასიურ სამხედრო ქმედებას რომ ვუპასუხოთ, უნდა გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვითი ძალები. ჩვენ ვაკვირდებით თუ რა მოხდება და რა სახის საფრთხე დადგება უკრაინის ფარგლებს მიღმაც.
შერთებულმა შტატებმა, კანადამ და ევროპამ 29 სხვადასხვა ადგილმდებარეობაზე განათავსეს ჯარები, რათა ნატო-ს ტერიტორიები იყოს დაცული”, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics