|
2022-02-25 11:48:26, 764 ნახვა
პოლიტიკა
„ქართულმა ოცნებამ“ უკრაინის საკითზე ოპოზიციის მიერ მოწვეული პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ჩაშალა
„ქართულმა ოცნებამ“ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ მოწვეული პარლამენტის რიგგარეშე სხდომა ჩაშალა. რიგგარეშე სხდომაზე, რომლის გამართვასაც საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა, ოპოზიციის მოთხოვნით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვისაც უნდა მოესმინათ. რიგგარეშე სხდომის გახსნისთვის 76 დეპუტატის რეგისტრაციიაა საჭირო, „ქართული ოცნების“ არმისვლით კი კვორუმი ვერ შედგება და შესაბამისად, სხდომა ჩაიშლება. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, მოთხოვნილი სხდომის დღის წესრიგი პარლამენტის რეგლამენტთან შეუსაბამოა. „საპარლამენტო უმრავლესობამ წერილობით მომმართა და ამ მიზეზების აღწერასთან ერთად პარლამენტს აცნობა, რომ უმრავლესობის წევრი 82 დეპუტატიდან არცერთი არ დაესწრება სხდომას. შესაბამისად, ვინაიდან საპარლამენტო უმრავლესობის მიღმა დარჩენილია 61 დეპუტატი, არსებული მოცემულობით, თეორიულადაც გამორიცხულია სხდომის გახსნისთვის საჭირო 76 დეპუტატის მიერ რეგისტრაციის გავლა", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)