|
2022-02-24 22:25:36, 642 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ხაზარაძე - დაიხუროს რუსული და იმ ქართული არხების მაუწყებლობა, რომლებიც ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო აგიტაციას ეწევა
„დაიხუროს რუსული და იმ ადგილობრივი არხების მაუწყებლობა, რომელიც ჩვენი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ, ძირგამომთხრელ აგიტაციას ეწევა“, - ამის შესახებ „ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინის მიმართ რუსეთის აგრესიის ფონზე, საქართველოში სხვადასხვა პირების, ტელეარხებისა და საინფორმაციო საშუალებების მიერ რუსული პოლიტიკის ღია პროპაგანდა მიმდინარეობს, რომელზეც საქართველოში, რუსული ძალა უკვე წლებია აქტიურად მუშაობს. „ხვალ პრეზიდენტის მიერ მოწვეული პარლამენტის საგანგებო სხდომაა, მივმართავ პარლამენტარებს იმსჯელონ ამ საკითხზე და მიიღონ გადაწყვეტილება დაიხუროს რუსული და იმ ადგილობრივი არხების მაუწყებლობა, რომელიც ძირგამომთხრელ აგიტაციას ეწევა ჩვენი ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ. ასეთი ნაბიჯი გადადგა ბევრმა ქვეყანამ, ახლა ჩვენი ჯერია!" , - ამის შესახებ მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)