|
2022-02-24 18:39:15, 594 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტი უკრაინასთან დაკავშირებით რეზოლუციის ახალ პროექტზე მუშაობს
ველოდებით პრეზიდენტის განკარგულებას, უკრაინასთან დაკავშირებით რეზოლუციის ახალ პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს. - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განცხადა. მისივე თქმით, საქართველოს მხრიდან გადადგმული ყველა ნაბიჯი დასავლელ პარტნიორებთან უნდა იყოს შეთანხმებული. "ჩემი პოზიციაა, რომ საქართველოს მხრიდან გადადგმული ყველა ნაბიჯი იყოს ძალიან მჭიდროდ შეთანხმებული ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან. უნდა გამოვდიოდეთ საქართველოს ინტერესებიდან. არანაირად არ უნდა მივცეთ საბაბი, რომ რუსეთს თავისი აგრესიის საქართველოზე გავრცელების საშუალება მიეცეს. გამომდინარე აქედან, ყველა განცხადება და რეზოლუცია, რომელსაც, სხვათა შორის, ჩვენც ვამზადებთ - ეს მოვლენები უნდა იყოს აცდენილი ესკალაციის გადმოტანას საქართველოში. ახლა ჩვენ ველოდებით პრეზიდენტის განკარგულებასაც. რეზოლუციის პროექტი როდესაც საჯარო გახდება, მიიღებთ ამ ინფორმაციასაც. პროექტზე მუშაობა ახლა მიმდინარეობს. ეს ახალი რეზოლუციის პროექტი გაეცნობა ყველას, ჯერ ხომ ვიღაცამ „დრაფტი“ უნდა გაწეროს, რომ ყველა გაეცნოს", - განაცხადა ქადაგიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)