|
2022-02-24 14:03:22, 578 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი თვლის, რომ უკრაინაში ომის დაწყების საკითხზე პარლამენტში საგანგებო სხდომის ჩანიშვნა საჭირო არაა
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების საკითხზე პარლამენტის საგანგებო სხდომის მოწვევის საჭიროებას ვერ ხედავს. როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, დღეს მთავარია ომის და მისი ფართო ესკალაციის შეჩერება. „არ მგონია საგანგებო სხდომის საჭიროება იყოს. ვაპირებ შევხდე უკრაინის ელჩს და მისგან მივიღო ინფორმაცია. სამწუხაროდ, ომის თავიდან აცილება ვერ მოხდა. ახლა მთავარია ომის შეჩერება, მისი ფართო ესკალაციის შეჩერება და დღეს, ამის ერთადერთი ინსტრუმენტი არის საერთაშორისო საზოგადოების ქმედითი ღონისძიებები", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. უკრაინის რამდენიმე ქალაქში აფეთქების ხმა ისმის. უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)