18:56 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-24 13:55:07, 615 ნახვა

მსოფლიო
მარია ზახაროვა დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყებას - თქვენ უკვე დაეხმარეთ უკრაინას, დაისვენეთ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა დიდი ბრიტანეთის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომლითაც გაერთიანებული სამეფო აცხადებს, რომ უკრაინას თავდაცვაში დაეხმარება. 

„თქვენ უკვე დაეხმარეთ, დაისვენეთ“, - მიმართავს მარია ზახაროვა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს.

ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ უკრაინა არ არის ნატო-ს წევრი, თუმცა გაერთიანებული სამეფო მას თავდაცვის გაძლიერებაში დაეხმარება. 

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. უკრაინის რამდენიმე ქალაქში აფეთქების ხმა ისმის. უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics