05:34 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-24 12:06:56, 623 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - ქართველი ერი შოკირებულია რუსული აგრესიით უკრაინის მიმართ

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ საომარი ოპერაციის დაწყებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, ქართველი ერი უკრაინაში რუსული აგრესიით შოკირებულია.

„ქართველი ერი შოკირებულია რუსული აგრესიით უკრაინის მიმართ. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს და მოვუწოდებთ, შეწყვიტოს სამხედრო ოპერაციები“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. უკრაინის რამდენიმე ქალაქში აფეთქების ხმა ისმის. უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics