|
2022-02-23 17:53:32, 635 ნახვა
პოლიტიკა
ბოკერია - კალაძემ განმარტოს, რა სტანდარტს არღვევს „ევროპული საქართველო” რაგბის მატჩზე საქართველოსა და უკრაინის ეროვნული დროშების გამოფენას აპირებს?
„კახი კალაძისგან ვითხოვთ, განმარტებას რა სტანდარტს არღვევს "ევროპული საქართველო" და ყველა ის მოქალაქე, რომელიც აპირებს საქართველოს და უკრაინის ეროვნული დროშები გამოფინონ საქართველო-რუსეთის რაგბის მატჩზე“ - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ეს სწორედ ის ფორმაა საზოგადოების პოზიციის გამოხატვის, რომელიც ცივილიზებულ ფარგლებში ჯდება, არანაირი პოლიტიკური აგრესიული გზავნილი არ არის, რომ ეს საბაბი იყოს, თუ არ ეძებენ საბაბს და თუ ისინი საბაბს ეძებენ, რომ პუტინს ასიამოვნონ და ამ პროპაგანდაში კიდევ ერთხელ დააფიქსირონ როგორ "უფრთხილდებიან" ამ ყველაფერს, მაშინ პირდაპირ თქვან და უტიფარი სლოგანებით ნუ გამოდიან.“ "გუშინ, "ევროპულმა საქართველომ" ინიციატივა გამოვთქვით, რომ საქართველო-რუსეთი რაგბის თამაშზე საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც სურვილი აქვს, გამოეფინათ საქართველოსა და უკრაინის ეროვნული დროშები, უკრაინის მიმართ სოლიდარობის ნიშნად. ჩვენ ასევე, ვაპირებთ, რომ მოქალაქეებს დავურიგოთ და შევთავაზოთ დროშები მატჩის დაწყებამდე. ჩემი აზრით, ეს არის საკუთარი პოზიციის დაფიქსირების ადეკვატური შესაძლებლობა უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად. დღეს ჩვენ მოვისმინეთ "ქართული ოცნების" ერთ-ერთი მთავარი ლიდერის, დედაქალაქის მერის კახი კალაძის სრულიად აბსურდული განცხადება. მან მოგვიწოდა "ევროპულ საქართველოს", სპორტს და პოლიტიკას ერთმანეთში ნუ აურევთო. პოლიტიკა არ ვიცი, რამდენად სწორი ტერმინია ამ კონტექსტში, როცა საუბარია ასეთ აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ და იმ აგრესიაზე, რომელიც პუტინმა დააანონსა საქართველოს წინააღმდეგ, როდესაც თქვა, რომ ის არ ცნობს სუვერენიტეტს არც ერთი იმ ქვეყნის, რომელიც მეზობელია აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში რუსეთისა. ქალაქის მერისგან, "ქართული ოცნების" ლიდერისგან და ივანიშვილის გარემოცვის ერთ-ერთი გამორჩეული წევრისგან კახი კალაძისგან ვითხოვთ, განმარტებას და დაზუსტებას რა სტანდარტს არღვევს "ევროპული საქართველო" და ყველა ის მოქალაქე, რომელიც აპირებს საქართველოს და უკრაინის ეროვნული დროშები გამოფინონ საქართველო-რუსეთის რაგბის მატჩზე - რომელ სტანდარტს არღვევს, თუ შარზე არ არიან?", - განაცხადა ბოკერიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)