|
2022-02-23 13:15:32, 577 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - დღეს ჩვენ ვართ დამოუკიდებელი საქართველო და ამას რუსეთმა ვერაფერი უყო და ვერაფერს უზამს
ყველა ეს თარიღი არის ჩვენი გამარჯვების დღე, რამეთუ დღეს ჩვენ ვართ დამოუკიდებელი საქართველო და ამას რუსეთმა ვერაფერი უყო და ვერაფერს უზამს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში, იუნკერების ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, დღეს დაფიქრების დღეა, და ნუთუ ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ სახელმწიფო ყველაფერზე ზემოთ, პარტიების, პირადი ინტერესების, სიძულვილის ზემოთ იქნეს დაყენებული. „დღეს რეალურად გლოვის დღე არ არის და არასდროს არ უნდა იყოს, არც 25 თებერვალი, არც 9 აპრილი, ყველა ეს თარიღი არის ჩვენი გამარჯვების დღე, რამეთუ დღეს ჩვენ ვართ დამოუკიდებელი საქართველო და ამას რუსეთმა ვერაფერი უყო და ვერაფერს უზამს. მაგრამ ეს არის ამავე დროს დაფიქრების დღე... ნუთუ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჯარშიც იყოს ის სულისკვეთება, რომლის გარეშეც ჯარი წარმოუდგენელია. ჯარს შეიძლება ბევრი იარაღი ჰქონდეს, მაგრამ არ ჰქონდეს ის მთავარი, რაც მას ამოძრავებს; ნუთუ, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ სახელმწიფო ყველაფერზე ზემოთ დავაყენოთ, პარტიების, პირადი ინტერესების, სიძულვილის ზემოთ და მივხვდეთ, რომ ეროვნული თანხმობის გარეშე ჩვენ ვერ ვიქნებით ხვალ ის, რაც ვართ დღეს და ეს არის ჩვენი ნამდვილი ძალა და ეს ძალა ყოველდღიურად უნდა გაძლიერდეს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)