|
2022-02-22 15:21:10, 504 ნახვა
პოლიტიკა
კარლ ჰარცელი - ველოდები კონსულტაციების გაგრძელებას საქართველოს მთავრობასთან რუსეთის ქმედებებზე
ველოდებით კონსულტაციების გაგრძელებას საქართველოს მთავრობასთან იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს მომხდარი რეგიონისთვის და რა დასკვნები უნდა გამოვიტანოთ ამ ვითარებიდან, - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებთან რუსეთის მხრიდან უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების "დამოუკიდებლობის" აღიარების გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, უსაფრთხოების წესრიგის დარღვევა საბოლოოდ ყველას უსაფრთხოებას ეხება. "ევროპელმა ლიდერებმა უკვე მკაცრად დაგმეს პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილება უკრაინის ოკუპირებული რეგიონების, ლუგანსკის და დონეცკის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ. ეს საერთაშორისო სამართლის პრინციპების უხეში დარღვევაა. ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ უსაფრთხოების წესრიგის დარღვევა საბოლოოდ ყველას უსაფრთხოებას ეხება. სანამ არ გავივლი კონსულტაციებს ევროპელ ლიდერებთან ამასთან დაკავშირებით, სხვა კომენტარს ვეღარ გავაკეთებ. ჩვენ ასევე ველოდებით კონსულტაციების გაგრძელებას საქართველოს მთავრობასთან იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს მომხდარი რეგიონისთვის და რა არის შესაბამისი დასკვნები, რომელიც ამ ვითარებიდან უნდა გამოვიტანოთ". - თქვა ევროკავშირის ელჩმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)