|
2022-02-22 11:45:25, 532 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე - ჩვენ, საქართველო ვდგავართ მოძმე უკრაინის გვერდით, როგორც უკრაინა იდგა ჩვენს გვერდით
ჩვენ, საქართველო ვდგავართ მოძმე უკრაინის გვერდით, როგორც უკრაინა იდგა ჩვენს გვერდით," - ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი კახა კალაძე რუსეთის მიერ უკრაინის სეპარატისტული რეგიონების დონეცკისა და ლუგანსკის აღიარებას. "საქართველო, რომლის ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია, გმობს რუსეთის მიერ უკრაინის სეპარატისტული რეგიონების დონეცკისა და ლუგანსკის აღიარებას. ჩვენ, საქართველო ვდგავართ მოძმე უკრაინის გვერდით, როგორც უკრაინა იდგა ჩვენს გვერდით. მჯერა, რომ მალე უკრაინაც და საქართველოც გამთლიანდება. ვუსურვებ მათ მშვიდობას," - წერს კახა კალაძე "ტვიტერზე". შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ რესპუბლიკების დამოუკიდებლობა აღიარა. აღნიშნული მოთხოვნით რუსეთის დუმამ ვლადიმერ პუტინს 15 თებერვალს მიმართა. „მივიღე გადაუდებელი გადაწყვეტილება, რომელიც დიდი ხნის წინ მომწიფთა, ვაღიარო დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა. ვთხოვ, ფედერაციის საბჭოს სასწრაფოდ მოახდინოს ამ გადაწყვეტილების რატიფიცირება", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)