|
2022-02-19 14:18:50, 617 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე გახარიაზე - ეს ადამიანი საცოდავია, საზოგადოება დეტალებს მალე გაიგებს
არჩევნების შემდეგ თვეების განმავლობაში ემალება საზოგადოებას და ემალება საკუთარი გუნდის წევრებსაც კი, ესეთი ადამიანი არის, რა თქმა უნდა საცოდავი. - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ გიორგი გახარიაზე საუბრისას განაცხადა. კობახიძის თქმით, გახარიასთან დაკავშირებით ბევრი საინტერესო დეტალი არსებობს, რასაც საზოგადოებისთვის ძალიან მალე გახდება ცნობილი. "არჩევნების შემდეგ თვეების განმავლობაში ემალება საზოგადოებას და ემალება საკუთარი გუნდის წევრებსაც კი, ესეთი ადამიანი არის, რა თქმა უნდა საცოდავი. არის ბევრი საინტერესო დეტალი და ეს დეტალები გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი, ეს დეტალები შეიძლება ჩვენც არ ვიცოდით თავისდროზე, მაგრამ გავიგეთ, როცა გავიხედეთ უკან ბევრი რამე უფრო ადვილად ასახსნელი გახდა, რაღაცებს ჩვენ ვხსნიდით არაკომპეტენტურობით, თუმცა შემდეგ აღმოჩნდა, რომ ამ ყველაფერს ჰქონდა სხვა ახსნა და სხვა მიზეზები, რაზეც საზოგადოებას მოგვიანებით მოვახსენებთ. - " - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)