|
2022-02-19 14:10:02, 648 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე ბათუმის საკრებულოს გარდაცვლილ დეპუტატზე - სპეკულაციები მიუღებელია, ყველაფერი უნდა იყოს გამოძიებული
რაც გამოსაძიებელია, ყველაფერი უნდა იყოს გამოძიებული, მაგრამ სპეკულაციები მიუღებელია, მითუმეტეს, ასეთ მძიმე თემაზე. - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ამ თემასთან დაკავშირებით "ნაცმოძრაობის" მხრიდან სპეკულაციები მიუღებელია. სპეკულაციებს, რომელიც გვესმის ამ მძიმე თემასთან დაკავშირებით კონკრეტული პარტიის წარმომადგენლების მხრიდან, მიუღებელია. ასე არ უნდა ხდებოდეს, როდესაც საქმე ეხება ღირსეულ პოლიტიკურ ძალას, მაგრამ მათ ღირსებასთან პრობლემა აქვთ. რაც გამოსაძიებელია, ყველაფერი უნდა იყოს გამოძიებული, მაგრამ სპეკულაციები მიუღებელია, მითუმეტეს, ასეთ მძიმე თემასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. კითხვაზე შეხვდება თუ არა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გარდაცვლილი ნუგზარ ფუტკარაძის დას, ნაზი ფუტკარაძეს კობახიძემ დასძინა, რომ "თუ ჩვენთვის კონკრეტული სპეკულაცია მიუღებელია, ამის მიხედვით ვრეაგირებთ“
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)