|
2022-02-18 16:09:19, 744 ნახვა
პოლიტიკა
ლევან ხაბეიშვილი - მთავარი ქოლ-ცენტრი საქართველოში სუს-ის შენობაა
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრი, ლევან ხაბეიშვილი ქოლ-ცენტრების საქმეზე 5 პირის დაკავებას ეხმაურება და აცხადებს, რომ სუს-ი არის საქართველოში მთავარი ქოლ-ცენტრი და დანაშაულის მთავარი ადგილი. ხაბეიშვილის განცხადებით, სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი ასობით ტრანსნაციონალურ ოფისს მფარველობს საქართველოში, საიდანაც მილიარდობით დოლარის შემოსავალი ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. " გაასაჯაროვეს დღეს, რომ თითქოს ქოლ-ცენტრების საქმესთან დაკავშირებით, წინ წაიწიეს. ეს არის ფაფხური და მეტი არაფერი. და რატომ ? ტრანსნაციონალურ დანაშაულზე ვსაუბრობ უკვე რამდენიმე თვეა და პირადად ვარ ჩართული ამ საქმის გამოძიებაში. ამიტომ რიგითი ქოლ-ცენტრის თანამშრომლები კი არა, რეალური თანამდებობის პირები არიან, ვინც მფარველობენ ამ ქოლ-ცენტრებს და დღეს შემთხვევით არ ვარ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოფისთან. ეს არის მთავარი ქოლ-ცენტრი საქართველოში, ეს არის მთავარი დანაშაულის ადგილი. ეს არის ადგილი, საიდანაც სუს-ის ხელმძღვანელი, გრიგოლ ლილუაშვილი ასობით ტრანსნაციონალურ ოფისს მფარველობს საქართველოში, საიდანაც მილიარდობით დოლარის შემოსავალი აქვს ბიძინა ივანიშვილს, უჩა მამაცაშვილს, გრიგოლ ლილუაშვილს და "ქართულ ოცნებას", რომლებიც შემდგომ ამ თანხებს იყენებენ პროვოკატორებისთვის, ზონდერებისთვის და არჩევნების გასაყალბებლად", - აღნიშნა ხაბეიშვილმა. ცნობისთვის, დღეს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ , შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ხუთი წევრი ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე დააკავა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)