|
2022-02-18 14:13:15, 827 ნახვა
პოლიტიკა
იაგო ხვიჩია - თუ ბადრი ჯაფარიძე დროს „მარშალის გეგმაზე” არ დახარჯავს და არ აჰყვება „ნაცმოძრაობას” გამარჯვების შანსი აქვს
პარტია "გირჩის" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ ბადრი ჯაფარიძეს რუსთავს საარჩევნო ოლქში გამარჯვების შანსი ექნება, თუ ის დროს „მარშალის გეგმაზე” არ დახარჯავს და „ნაცმოძრაობას” არ აჰყვება. ამასთან, ხვიჩიას განცხადებით, ჯფარიძემ ხაზი იმ უსამართლობას უნდა გაუსვას, რაც მის პარლამენტიდან გაშვებას უკავშირდება. „დრო არ უნდა დახარჯოს „მარშალის გეგმაზე“ და სხვა უცნაურ რაღაცებზე, ან „ნაციონალურ მოძრაობაზე“ აყოლაზე. ხალხის დაინტერესება რითაც შეიძლება, ეს არის უსამართლობის ჩვენება. თუ ეს გამოუვა, მგონი, დეპუტატობის შანსი აქვს. „ნაცმოძრაობის“ მხარდაჭერების გარეშე შუალედური არჩევნების მოგება გაუჭირდება, მაგრამ იმისთვის, რომ სხვა მხარდამჭერებიც მოიპოვოს, ხაზი მის ერთობას კი არ უნდა გაუსვას, არამედ იმ უსამართლობას, რაც პარლამენტიდან მის გაშვებას უკავშირდება“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)