08:19 - 25 Jul, 2026
|
2022-02-18 11:11:08, 673 ნახვა
პოლიტიკა
რუსი ოპოზიციონერი საქართველოში არ შემოუშვეს - ანდრეი დავიდოვი ვარაუდობს, რომ მოსკოვმა თბილისს არასასურველი პირების სია გადასცა
რუსი ოპოზიციონერი, ანდრეი დავიდოვი აცხადებს, რომ საქართველოში არ შემოუშვეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება „საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმით შესახებ“ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გაავრცელა. ანდრეი დავიდოვი აცხადებს, რომ მას არანაირი კანონი არ დაურღვევია და მომხდარს პოლიტიკურ გადაწყვეტილებად მიიჩნევს. ოპოზიციონერი თვლის, რომ საქართველოს რუსეთმა მისთვის არასასურველი პირების სია გადასცა, რომლებსაც საქართველოს საზღვრის გადაკეთის უფლება არ უნდა მისცენ. „ეს არის ცალსახად პოლიტიკური გადაწყვეტილება. ვვარაუდობ, რომ მოსკოვმა წარმოადგინა იმ მოქალაქეების სიები, რომელთა საქართველოში ყოფნას არასასურველად თვლის და მათ მიღებას, არამეგობრულად“, - წერს ანდრეი დავიდოვი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)