|
2022-02-17 16:19:49, 1350 ნახვა
რეგიონი
აჭარაში, კოვიდ19-ის ვაქცინაციის პროცესის გააქტიურების მიზნით, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრები გრძელდება
COVID 19-ის ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებისა და მოცვის მაჩვენებლის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრები გრძელდება. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, მორიგი საინფორმაციო შეხვედრა, საჯარო ბიბლიოთეკაში, ბათუმის მერიის სიპებისა და აიპების წარმომადგენლებთან გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია მიეწოდათ სახელმწიფოს მიერ დაწესებული ფულადი წახალისების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს 50 წელს ზემოთ ასაკის პირზე პირველი დოზით ვაქცინაციის შემთხვევაში 200 ლარის, ხოლო ბუსტერდოზის გაკეთების შემთხვევაში 100 ლარის გაცემას. შეხვედრას აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, მარი ზანაქიძე, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, რუსუდან შავიშვილი, ქალაქ ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი და მერის მოადგილე, ლელა სურმანიძე ესწრებოდნენ. "აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრები გასული წლის ოქტომბრის თვიდან მიმდინარეობს. დღეს ქ. ბათუმის მერთან ერთად მოქალაქეებს და სხვდასხვა სამსახურის ხელმძღვანელს შევხვდით. დაიგეგმა თოთოეულ უწყებაში ამცრელი ბრიგადის გასვლა აუცრელი ან ბუსტერ დოზის მსურველი თანამშრომელბის ვაქცინაცია", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ, მარი ზანაქიძემ. ბათუმში კორონავირუსის ვაქცინაციის მოცვის მაჩვენებელი სამიზნე კონტიგენტში 95 %-ს შეადგენს. იმუნიზაციის პროცესის კიდევ უფრო გააქტიურების მიზანია აღნიშნული მაჩვენებლის 100%-მდე გაზრდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ადგილზე ჩატარდა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია. მსურველები აიცრნენ როგორც პირველი ისე ბუსტერ დოზით.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)