09:24 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-16 13:52:21, 789 ნახვა

პოლიტიკა
უკრაინის ელჩი საქართველოში - ამ განსაცდელის ჟამს ერთად და უფრო ახლოს უნდა ვიყოთ, სხვა არჩევანი არ გვაქვს

არც უკრაინამ და არც საქართველომ უარი არ უნდა თქვას მისწრაფებებზე, რომ ჩვენ ვიყოთ ნატო-ში - ამ განსაცდელის ჟამს, ერთად და უფრო ახლოს უნდა ვიყოთ, რადგან სხვა არჩევანი არ გვაქვს, - ამის შესახებ უკრაინის ელჩმა საქართველოში, იგორ დოლგოვმა უკრაინის ერთიანობის დღის აღმნიშვნელ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, მეგობრებთან, მათ შორის, საქართველოსთან ერთიანობით უნდა გაეწიოს წინააღმდეგობა აგრესიას და მუქარას და განაცხადა, რომ „ძალა ერთობაშია“.

„სამწუხაროდ, დღეს შევიკრიბეთ არასახარბიელო ამბავთან დაკავშირებით, მაგრამ მოხარული ვართ, რომ დღეს ერთად ვართ. დღეს ჩვენ ომს დაგვპირდნენ, მაგრამ ომი არ არის, რატომ არ არის?! იმიტომ რომ ყველანი ერთად ვართ. ჩვენ მადლობელი ვართ საქართველოს მთავრობის, საგარეო საქმეთა სამინსტროსი, საელჩოსი უკრაინაში. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ორი დღის წინ გამოსცა ბრძანება, რომ 16 თებერვალი გამოცხადებულიყო ერთიანობის დღედ. ეს არის არა მხოლოდ ჩვენი ერთიანობა, არამედ ერთიანობა ჩვენს მეგობრებთან, თქვენთან ერთად, ძვირაფო ქართველო ხალხო. ამით უნდა გავუწიოთ წინააღმდეგობა აგრესიას და მუქარას, როგორც საქართველოს გერბზეა - ძალა ერთობაშია“, - განაცხადა ელჩმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics