11:46 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-16 12:32:57, 849 ნახვა

მსოფლიო
ვლადიმირ ზელენსკი უკრაინელებს - ვერავის ეყვარება ჩვენი სახლი ისე, როგორც ჩვენ და მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია მისი დაცვა

დღეს, 16 თებერვალს უკრაინაში ერთიანობის დღეს აღნიშნავენ. დღესასწაულთან დაკავშირებით, ქვეყნის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვა გაავრცელა.

როგორც ვიდეომიმართვაში  ზელენსკი აღიშნავს, უკრაინელებმა ერთად უნდა დაიცვან საკუთარი სამშობლო, სახლი, რადგან მისივე თქმით, უკრაინა არავის შეუყვარდება ისე, როგორც თავად უკრაინელებს.

„დიდი ქვეყნის, დიდო ხალხო! დღეს მნიშვნელოვანი დღეა - ყველა ჩვენგანის ერთიანობის დღე. ჩვენ განსხვავებულები ვართ, სხვადასხვა ასაკის, სქესის, სხვადასხვა ქალაქიდან, რეგიონიდან, სხვადასხვა პროფესიის, ნიჭის, ცოსნის, ენების, რელიგიების, მაგრამ ჩვენ გვაერთიანებს ერთი სურვილი - ვიცხოვროთ მშვიდად, ბედნიერად, ერთ ოჯახად, ბავშვებთან, მშობლებთან ერთად და ჩვენ გვაქვს ამ სურვილის უფლება, რადგან სახლში ვართ, ვართ უკრაინაში და არავის შეუყვარდება ჩვენი სახლი ისე, როგორც ჩვენ გვიყვარს და არავის, მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია, ერთად დავიცვათ ჩვენი სახლი“, - მიმართა ვლადიმერ ზელენსკიმ მოსახლეობას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
კეიკო ფუჯიმორი პერუს პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა
საგამოძიებო: ორ სხვადასხვა კორუფციულ საქმეზე ორი პირი დავაკავეთ
კობახიძე კვლავ ცდილობს ცენზურის სამმართველოს მუშაობა გაამართლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics