|
2022-02-16 10:37:57, 929 ნახვა
სამართალი
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 6 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 6 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს. "სამართალდარღვევებიდან 1 ფაქტი გამოვლენილია დედაქალაქში, 2 - იმერეთში, 1 - კახეთში, 1 - სამეგრელოში, 1 კი, შიდა ქართლში. მათივე ინფორმაციით, წყალტუბოსა და საჩხერის მუნიციპალიტეტებში, მოქალაქეებს ლენტური ტიპის სახერხი დანადგარები საკარმიდამო ეზოებში ჰქონდათ მოწყობილი. ლენტური ტიპის უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს ახმეტის მუნიციპალიტეტშიც, მოქალაქის საკარმიდამო ეზოში. მიმდებარე ტერიტორიაზე ასევე განთავსებული იყო წიფლის სახეობის 19 ერთეული მორი და 1 კუბური მეტრი მოცულობის ფიცარი. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ლენტური ტიპის სახერხი საამქრო მოქალაქეს საცხოვრებელი სახლის ეზოში ჰქონდა მოწყობილი. ტერიტორიაზე ასევე განთავსებული იყო თხმელას (მურყანი) სახეობის 80 ერთეული მორი და 0,46 კუბური ფიცარი. ლენტური ტიპის უკანონო სახერხი დანადგარი ჰქონდა განთავსებული მოქალაქეს ქარელის მუნიციპალიტეტშიც. სახერხ საამქროში გამოვლენილია ერთი ერთეული სალესი მოწყობილობაც. გარდა ამისა, ტერიტორიაზე განთავსებული იყო 27 ერთეული წიწვოვანი სახეობის დაუფირნიშებელი მორი, 1 ერთეული ნახევრად გადამუშავებული მორი და 0,6 კუბური მეტრი მოცულობის ძელაკი და ფიცარი. რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში, სოფელ გლდანში, მოქალაქეს, ლენტური ტიპის სახერხი დანადგარი საცხოვრებელ ეზოში ჰქონდა დამონტაჟებული. ვინაიდან ექვსივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა." - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
დუმის არჩევნების შემდეგ მობილიზაციის შესახებ ხმების ფონზე, რუსები საქართველოს საზღვარზე რიგში ჩადგნენ - რუსული მედია
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავტომობილების დაჯარიმების თაობაზე მოქალაქეებს თაღლითური SMS-ების შესახებ აფრთხილებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)