|
2022-02-15 15:58:41, 649 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას - ირაკლი ღარიბაშვილზე, რომელიც ორჯერ საჯაროდ აიცრა, ამბობთ ანტივაქსერიაო?
თქვენ ამბობთ ადამიანზე, რომელიც ორჯერ საჯაროდ აიცრა, ანტივაქსერიაო? რისთვის, იმისთვის,რომ „მწვანე პასპორტებთან“ დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო? - ამ კითხვით მიმართა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერ დეპუტატებს. მისივე თქმით, ის რომ ქვეყანას ვაქცინაციაზე უნივერსალური ხელმისაწვდომობა აქვს ირაკლი ღარიბაშვილის დამსახურებაა. „პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებით ბრალდება მოვისმინე, რომ ანტივაქსერიაო და ამას უპასუხოდ ნამდვილად ვერ დავტოვებ. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უზრუნველყო ზუსტად საქართველოში ვაქცინების შემოტანა და უნივერსალური ხელმისაწვდომობა არამხოლოდ ერთი ბრენდის ვაქცინაზე, არამედ სხვადასხვა ვაქცინაზე და თქვენ ამბობთ ადამიანზე, რომელიც ორჯერ საჯაროდ აიცრა, ანტივაქსერიაო? რისთვის, იმისთვის,რომ „მწვანე პასპორტებთან“ დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო? ძალიან კარგად იცით, რაც თქვა და რაც იგულისხმა. ძალიან კარგად იცით, რაც აქვს გაკეთებული ირაკლი ღარიბაშვილს კოვიდ პანდემიის პერიოდში და დღეს, რომ ქვეყანას აქვს ვაქცინაციაზე უნივერსალური ხელმისაწვდომობა ეს სწორედ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობის პერიოდში მოხდა“. - განაცხადა არჩილ თალაკვაძე.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)