10:32 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-15 12:12:57, 697 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში დაწესებულ გადასახადებზე - მოგიწოდებთ, შეიკრიბეთ და სალარო აპარატები ნაგავში გადაუყარეთ

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი  ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში დაწესებულ გადასახადებს ეხმაურება და კატეგორიულად მოითხოვს, რომ ბაღში შესვლა იყოს უფასო გახდეს.

კატეგორიულად ვითხოვ, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შესვლა იყოს უფასო. ფასიანად აქციეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც "ოცნება" კორუფციაში გამოიჭირეს. ის კორუფცია რომ გაემართლებინათ, ფასი დაადეს. 

სრულიად აბსურდია ასეთ ბაღში შესვლაზე ფულის აღება - ეს იგივეა, რომ ლონდონის ჰაიდ პარკში, ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში და ბათუმის ბულვარში ან ვაკის პარკში შესვლა ფასიანი იყოს. 

დაუბრუნეთ ზუგდიდელებს სასიცოცხლო სივრცე! ნუ გახვედით ბოლომდე თავს! ზუგდიდელებს მოვუწოდებ, ერთ დღეს ბევრნი შეიკრიბონ და ეგ სალარო აპარატები ნაგვის ურნაში გადაუყარონ!" - წერს მიხეილ სააკაშვილი.

ცნობისთვის,  ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პარკში შესვლა 1-ლი თებერვლიდან ფასიანი ხდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics