|
2022-02-15 12:08:22, 2430 ნახვა
ომი უკრაინაში
თამარ გაბუნია - კორონავირუსის პიკი შედარებით დაღმავალ მიმდინარეობაში გადავიდა, რაც იმედისმომცემია
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, საქართველოში დღევანდელი მდგომარეობით პაციენტები, რომლებიც კლინიკებში რჩებიან, ინფიცირბეულნი არიან დეკემბრის ბოლოს - იანვარში, რაც ნიშნავს, რომ საქმეა კვლავ „დელტა“ შტამთან, რაც შედარებით რთულად მიმდინარეობს. როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ საკოორდინაიო საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა, დღეს გამოვლენილი 19 000 შემთხვევა მიუთითებს, რომ პიკი შედარებით დაღმავალ ტალღაში გადავიდა, რაც პროგნოზურად, იმედის მომცემია. „ჯანდაცვის სექტორში მობილიზებული რჩება 8 000-ზე მეტი საწოლი, აქედან 6 000-ზე ოდნავ მეტი არის დაკავებული, დღევანდელი მდგომარეობით, 1 300 პაციენტი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია და 293 რეანიმაციულში. აქვე აღსანიშნავია, რომ პაციენტების ნაწილი, რომელიც კლინიკებში რჩება, ინფიცირებულია დეკემბრის ბოლოს - იანვარში, ამიტომ, ზოგიერთ შემთხვევაში საქმე გვაქვს კვლავაც დელტა შტამთან, რაც შედარებით რთულად მიმდინარეობს. ახალი შემთხვევები, 19 000 დაფიქსირდა გასულ სამშაბათის მაჩვენებელთან შედარებით არის დაბალი, ეს ციფრები სხვა პარამეტრებთან ერთად მიუთითებს, რომ პიკი შედარებით დაღმავალ ტალღაში გადავიდა, დაღმავალ მიმდინარეობაში გადავიდა,რაც პროგნოზურად იმედის მომცემია, თუმცა კვირის ბოლომდე უნდა გაგრძლდეს დაკვირვება, რომ ჩვენ გვქონდეს საფუძველი ვთქვათ, რამდენად მოხდა პიკის გადალახვა „ომიკრონის“ პირობებში“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
ივანიშვილის მარიონეტი მაჭავარიანი წერს, რომ ყველაფერი გააკეთეს მედიის, არასამთავრობოების გასაქრობად, მიიღეს შესაბამისი კანონები
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)