10:34 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-15 11:34:38, 588 ნახვა

პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ გამოდის ინიციატივით, ჯაფარიძისა და ნათელაშვილის მანდატები პროპორციული სიით შეივსოს

საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა- ძალა ერთობაშია“ გამოდის ინიციატივით, „ლელოს" ლიდერი ბადრი ჯაფარიძისა და „ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის, შალვა ნათელაშვილის მანდატები პროპორციული სიით შეივსოს.

შესაბამისი განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მიერ გამართულ ბრიფინგზე, ფრაქციის თავმჯდომარე ხატია დეკანოიძემ გააკეთა.

„მინდა ყველას ვუთხრა, ჩვენს საერთასორისო პარტნიორებს ვისთანაც გუშინ გვქონდა საუბარი, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს. ღიად და საჯაროდ ვაცხადებთ, იმისთვის, რომ ჩვენს საქართველოს პარლამენტში, ყველა იმ პარტიას, რომელსაც აქვს ხალხისგან მინიჭებული მანდატი, რომელიც დღეს უნდა ჩამოერთვას ბიძინა ივანიშვილის განკარგულებით ბადრი ჯაფარიძესა და შალვა ნათელაშვილს, უნდა შეივსოს გახსნილი სიებით, პროპორციული სიებით, რომელიც რეალურად იქნება ის პროპორცია, რაც ქართველმა ხალხმა, გაყალბებით და ზეწოლით, თუმცა, მაინც არჩევნებზე მიანიჭა ამ პოლიტიკურ პარტიებს. ჩვენ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციებთან გვექნება და გვაქვს ამაზე საუბარი. ყველა მანდატი უნდა დაუბრუნდეს ოპოზიციურ პარტიებს“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ცნობისთვის, დღეს, 15 თებერვალს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარალამენტო უმრავლესობა ბადრი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს დაუჭერს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics