|
2022-02-14 13:35:04, 813 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, რუსთავის საპატიმროში პაემნების უფლება შეუზღუდეს და ოჯახის წევრები თვეში ერთხელ მოინახულებენ
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პენიტენციური სამსახურის მხრიდან მისთვის პაემნების უფლების შეზღუდვას, სოციალურ ქსელში, მიმართვით ეხმაურება. „რომ დავწერე, რომ პარასკევს დილით, უკრაინის პროკურატურის მიერ ჩემს დაზარალებულად ცნობის შემდეგ, ივანიშვილი კიდევ დაამძიმებდა ჩემს მდგომარეობას და აჰა, კვირას შემოვიდა შეწუხებული რეჟიმის მუშაკი და გამომიცხადა, რომ ოჯახის წევრებთან პაემნები, რომლებიც შუშის მიღმა, ტელეფონით 1-საათიანი ურთიერთობით იყო განსაზღვრული, კვირაში ერთხელ აღარ და თვეში ერთხელ იქნება. რა პატარა არარაობებთან გვაქვს საქმე. მე ასეთები არამხოლოდ არ შემხვედრია, არასდროს არც კი გამიგია ასეთი ბოროტების არსებობა. დარწმუნებული ვარ, ესეც დაემატება უკრაინის პროკურატურის ან უახლოეს ხანში გათავისუფლებულ საქართველოში აღძრულ საქმეებს“, - წერს მიხეილ სააკაშვილი. შეგახსენებთ, რომ დღეს ექს-პრეზიდენტის უფლებადამცველმა, ბექა ბასილაიამ განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს პენიტენციურმა სამსახურმა ე.წ. პაემნის უფლებით სარგებლობა შეუზღუდა და ახალი გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილთან ოჯახის წევრების შესვლა თვეში მხოლოდ ერთხელ შეეძლებათ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)