10:33 - 25 Jul, 2026
|
2022-02-14 12:36:03, 662 ნახვა
პოლიტიკა
ადვოკატის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს პაემნის უფლებით სარგებლობა შეუზღუდეს
საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს პენიტენციურმა სამსახურმა ე.წ. პაემნის უფლებით სარგებლობა შეუზღუდა. ექსპრეზიდენტის უფლებადამცველის, ბექა ბასილაიას განცხადებით, ახალი გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილთან ოჯახის წევრების შესვლა თვეში მხოლოდ ერთხელ შეეძლებათ. "მიხეილ სააკაშვილს დაუმძიმეს რეჟიმი და მას განუცხადეს, რომ კუთვნილი პაემნის უფლებით ის ვერ ისარგებლებს და თვეში მხოლოდ ერთხელ ექნება შესაძლებლობა შეხვდეს ოჯახის წევრს, რაც არის პატიმრის უფლების უხეში დარღვევა. უკვე მერამდენე შემთხვევაა, როცა მისი ფუნდამენტური უფლებები ირღვევა მას სატელეფონო საუბრების უფლება შეზღუდული ჰქონდა და ახლა მას შეუზღუდეს დამატებით პაემნის უფლება." - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველმა ბექა ბასილაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)