|
2022-02-14 11:24:32, 1182 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისი კაპიტალმა“ მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა
"თიბისი კაპიტალის" მოლოდინების შესაბამისად, წინა კვირაში ლარმა პოზიციები მცირედით დათმო. გამყარების ფაქტორების მხრივ, აღსანიშნავია რომ იანვარში არარეზიდენტების მხრიდან ლარის სახელწიფო ფასიან ქაღალდებზე მოთხოვნის ზრდა არ დაფიქსირდა, რადგანაც ამ ტიპის ინვესტორების მფლობელობაში არსებული პორტფელის ოდენობა იგივე დარჩა, ხვედრითი წილი კი შემცირდა. საერთაშორისო განვითარების მხრივ, საყურადღებოა, რომ რეგიონის ქვეყნების სუვერენული რისკ პრემია კვლავ შემცირდა, რაც როგორც ჩანს, ერთი მხრივ, უკრაინაში საომარი კონფლიქტის შედარებით დაბალ ალბათობაზე და მეორე მხრივ, თურქეთის მაკროეკონომიკური პოლიტიკის მიმართ გარკვეულწილად გაუმჯობესებულ შეფასებაზე მიუთითითებს. თუმცა, კვირის ბოლოს უკრაინის გარშემო დაძაბულობა კვლავ გაიზარდა. დოლარის მხრივ, აშშ-ის იანვრის ინფლაცია მოსალოდნელზე მაღალი დაფიქსირდა. შესაბამისად, ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ განაკვეთის უფრო მეტად აწევის მოლოდინებიც გაიზარდა და დოლარიც მცირედით გამყარდა. მართლაც, საქართველოსაგან განსხვავებით, როდესაც ინფლაციის ყოველთვიური მაჩვენებლები შემცირდა, ამერიკაში ამ ინდიკატორითაც ინფლაციის მაღალი ზეწოლა იკვეთება. 4 თებერვალს, "Fitch"-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი BB ნიშნულზე, სტაბილური მოლოდინით დაადასტურა. ძირითადი მაკრო მაჩვენებლების პროგნოზები თიბისი კაპიტალის დეკემბრის მოლოდინებთან მთლიანობაში შესაბამისია, თუმცა, სავარაუდოდ, ლარში საპროცენტო განაკვეთის უფრო ნაკლები შემცირებით. "თიბისის" მთავარი ეკონომისტის 14 თებერვლის ყოველკვირეულ განახლებას შეგიძლიათ გაეცნოთ: ვებ-გვერდზე.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)