10:34 - 25 Jul, 2026
|
2022-02-12 18:07:42, 836 ნახვა
პოლიტიკა
რუსეთის საგარეო უწყება სერგეი ლავროვსა და ენტონი ბლინკენს შორის გამართულ საუბარზე ინფორმაციას ავრცელებს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მდივან, ენტონი ბლინკენს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. მხარეებს შორის სატელეფონო საუბრის დასრულების შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ინფორმაცია გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ სერგეი ლავროვმა განუცხადა კოლეგას, რომ ვაშინგტონისა და მისი მოკავშირეების „პროპაგანდისტული კამპანია“ რუსეთის აგრესიის შესახებ უკრაინის ხელისუფლებას მინსკის ხელშეკრულების საბოტაჟისა და „დონბასის პრობლემის ძალისმიერი გადაწყვეტის საზიანო მცდელობისკენ“ ახალისებს. გარდა ამისა, გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სატელეფონო მოლაპარაკებები ამერიკული მხარის ინიციატივით გაიმართა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)