10:33 - 25 Jul, 2026
|
2022-02-12 17:12:06, 827 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - იმედს ვიტოვებთ, რომ უკრაინაში ომი არ დაიწყება, თუმცა რისკები საკმაოდ მაღალია
შემაშფოთებელია მდგომარეობა, რომელიც უკრაინაშია, სამწუხაროდ, ტენდენციები მაინცდამაინც კარგი არ არის, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ირაკლი კობახიძემ იმედი გამოთქვა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომი არ დაიწყება, თუმცა დასძინა, რომ აღნიშნულის რისკები მაღალია. „ჩვენთვის შემაშფოთებელია ის მდგომარეობა, რომელიც არის უკრაინაში. გაიზარდა ინტერვენციის საფრთხე. ჩვენ ვამბობდით, რომ ჩვენი და მთლიანად საერთაშორისო საზოგადოების მთავარი ამოცანა უნდა ყოფილიყო უკრაინაში ომის არდაშვება. სამწუხაროდ, ტენდენციები მაინცდამაინც კარგი არ არის. მაინც ვიტოვებთ იმედს, რომ ომი არ დაიწყება, თუმცა რისკები საკმაოდ მაღალია", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)