|
2022-02-11 14:59:22, 585 ნახვა
პოლიტიკა
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ნოდარ ავდალიანზე განცხადებას ავრცელებს
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილების ყოფილი უფროსის, ნოდარ ავდალიანის ბრალდებას ემიანება და "სრულიად უსაფუძვლოს უწოდებს". როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ნოდარ ავდალიანი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდგომაც აგრძელებდა მუშაობას სააგენტოში იმავე პოზიციაზე, ჩვეულ რეჟიმში იყო ჩართული სააგენტოს მუშაობაში და მის მიმართ ადგილი არ ჰქონია რაიმე სახის შევიწროებას პოლიტიკური თუ სხვა ნიშნით. "გვსურს, გამოვეხმაუროთ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილების ყოფილი უფროსის, ნოდარ ავდალიანის სრულიად უსაფუძვლო ბრალდებას, რომლითაც ის სააგენტოს ხელმძღვანელს პოლიტიკური ნიშნით დევნაში სდებს ბრალს. ნოდარ ავდალიანი 2018 წლიდან დასაქმებული იყო ზემოხსენებულ თანამდებობაზე და ამ პერიოდში, მას რამდენჯერმე აქვს მიღებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, საყვედური და სასტიკი საყვედური ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულების გამო. ყველა შემთხვევაში, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის მიღების საფუძველი იყო მერიის შიდა აუდიტის საქალაქო სამსახურის დასკვნა. შესაბამისად, დამსაქმებელმა მიიღო გადაწყვეტილება და დასაქმებულთან აღარ გააგრძელა შრომითი ურთიერთობა ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, 2021 წლის 28 დეკემბრიდან. პოლიტიკური ნიშნით დევნის ბრალდება სრულიად უსაფუძვლო და მიუღებელია, რადგან ნოდარ ავდალიანი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდგომაც აგრძელებდა მუშაობას სააგენტოში იმავე პოზიციაზე, ჩვეულ რეჟიმში იყო ჩართული სააგენტოს მუშაობაში და მის მიმართ ადგილი არ ჰქონია რაიმე სახის შევიწროებას პოლიტიკური თუ სხვა ნიშნით. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს დავა თბილისის საქალაქო სასამართლოში და მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერებას სასამართლო შეაფასებს."- წერია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)