22:09 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-11 13:45:57, 615 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ზარქუა - საარჩევნო ბარიერზე კონსულტაცია გვექნება, ავწევთ, დავწევთ თუ იმავეს დავტოვებთ ამას საზოგადოება 2024 წლამდე გაიგებს

საჭიროდ როცა ჩავთვლით, საარჩევნო ბარიერის საკითხზე გუნდში გვექნება კონსულტაცია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, საარჩევნო ბარიერი აიწევს დაიწევს თუ იგივე დარჩება ამას საზოგადოება 2024 წლამდე პერიოდში გაიგებს.

"მშვენივრად უთქვამს, საკმაოდ დამაჯერებლად უთქვამს. ჩვენ ვართ უმრავლესობაში, შესაბამისად, საკონსტიტუციო ცვლილებების რაღაც ნაწილი უკვე გაკეთებულია, მათ შორის, შარლ მიშელის შეთანხმების საფუძველზე. მიუხედავად იმისა, რომ გამოვედით ამ შეთანხმებიდან, მაინც გვგონია, რომ მათ შორის სასამართლო რეფორმაში, ასევე საარჩევნო კომისიაში მთელი რიგი რეკომენდაციები გავითვალისწინეთ, მათ შორის ვენეციის კომისიის ის ათი დასკვნა, რომელიც იყო გავითვალისწინეთ. რაც შეეხება პროცენტის დაწევას, ამასთან დაკავშირებით, გუნდში გვექნება კონსულტაცია. შესაბამისად, 2024 წლამდე ძალიან დიდი პერიოდია და მაინცდამაინც დღეს და ხვალ გინდათ? როცა ჩავთვლით საჭიროდ, რომ ამაზე ვიმსჯელოთ და ავწევთ, დავწევთ თუ იმავეს დავტოვებთ, ამას თქვენც გაიგებთ და საზოგადოებაც“, -  განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ცნობისთვის,  ირაკლი კობახიძემ განაცხადა,  რომ 5 %-იანი ბარიერი აბსოლუტურად ლეგიტიმურია. ამასთან კობახიძემ დაადასტურა, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში თუ დაინახავენ, რომ 2024 წლისთვის უფრო დაბალი ბარიერი უკეთეს პოლიტიკურ მოცემულობას მისცემს, ამ შემთხვევაში, საკითხზე მსჯელობა იქნება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics