|
2022-02-10 17:36:19, 673 ნახვა
პოლიტიკა
ნინო ბურჯანაძე პრეზიდენტთან შეხვედრაზე - მე არა ვარ ისტორიკოსი, რომელიც წარსულს შეაფასებს, ამ ფორმატში ჩემი ჩართულობა უშედეგო იქნება
მე არა ვარ ისტორიკოსი, მე ვარ მოქმედი პოლიტიკოსი და ბუნებრივია, ამ ფორმატში ვფიქრობ, ჩემი ჩართულობა შედეგის მომტანი ვერ იქნება. - ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც მხარეები ეროვნული თანხმობის პროცესზე საუბრობდნენ. ბურჯანაძის თქმით, მისთვის სასაუბრო ფორმატი მაშინ არის მისაღები თუ ეს პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის შანსს იძლევა. „წარსულის შეფასება არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ეს არ არის ახლა აქტუალური. მე არა ვარ ისტორიკოსი, რომელიც დაიწყებს წარსულის კომპეტენტურ შეფასებას. მე ვარ პოლიტიკური პარტიის ლიდერი, მოქმედი პოლიტიკოსი და ბუნებრივია, ნებისმიერ შეფასებასთან დაკავშირებით მექნება ჩემი პოლიტიკური ხედვა. უბრალოდ ამ ფორმატში ვფიქრობ, ჩემი ჩართულობა შედეგის მომტანი ვერ იქნება. კიდევ ვიმეორებ, ველოდი, რომ იქნებოდა რაღაც პოლიტიკური ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, სადამდე მივიდა ქალბატონი სალომე ამ კონსულტაციების დროს. როგორც ჩანს, უბრალოდ დღეს სხვა ფორმატი იყო ჩაფიქრებული. ჩემთვის ნებისმიერი ფორმატი მნიშვნელოვანი და აქტუალურია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს ფორმატი გვაძლევს პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის შანსს და გეგმებს“, - განაცხადა ბურჯანაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)